| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედამიწა, რომ ჩვენი სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან 22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება.
ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში ეკოცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაა.
წელს სკოლა გარემოსდაცვით დღეს ეკოაქტივობებით შეუერთდა.
სკოლის ეზოში მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად, ხეები დარგეს.
ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა მოსწავლეებთან ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე და ბავშვებს შეხსენა რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ დედამიწას და აუხსნა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
დღის ბოლოს მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი მოწოდებებით პლაკატები დაამზადეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა