სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პატივი ეცი, გიყვარდეს და იზრუნე დედამიწაზე!“ - საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა გარემოსდაცვითი გზავნილი 
23-04-2025
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

„მე დედა ვარ, მშობელი ყველასი. რაც კი თვალით ჩანს, თუ არა ჩანს, ყველას ჩემს კალთაზე უდევს თავი, ყველა ჩემით სულდგმულობს, არსებობს, საზრდოობს. ჩემ გარეშე სულ პატარა მწერსაც კი სული ამოხდება. ამიტომ არის, რომ დედას მიწოდებს ყოველი არსი. ვამაყობ ჩემი თავით, ჩემი სახელით“,- ვაჟა-ფშაველას ამ სიტყვებით შთაგონებულმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 22 აპრილს დედამიწის დღე აღნიშნეს. 

სკოლა ამ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით დღესასწაულს შემოქმედებითი აქტივობით შეუერთდა. 

სკოლაში ასფალტზე ხატვა მოეწყო. 

მოსწავლეებმა ნახატებით გადმოსცეს სათქმელი თუ როგორ შეიძლება მოვუფერთხილდეთ ჩვენს ერთადერთ სახლს, დედამიწას.
„გაამწვანე! დაასუფთავე! წყალი დაზოგე! პატივი ეცი, გიყვარდეს და იზრუნე დედამიწაზე!“,- გააჟღერეს გზავნილები მოსწავლეებმა და საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს. 

დედამიწის დღე - ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება