სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიებების სერია სიღნაღის საჯარო სკოლაში
23-04-2025
-
+


ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღეს აღვნიშნავთ. ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. 

ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიებების სერია მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

მეხუთეკლასელებმა გამოიყენეს ფურცლის დაძველების ტექნიკა, მასზე „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები გადაწერეს მრგვლოვანი საზედაო ასოებით და კლასში გამოფინეს.

მეექვსე კლასში გაიმართა საინტერესო და ხალისიანი ინტელექტუალური თამაში -„ტვინების ბრძოლა“. შეკითხვების დიდი ნაწილი მშობლიური ენისა და ლიტერატურის თემატიკას მოიცავდა.

მეხუთე და მერვეკლასელებმა წაიკითხეს ქართველ მწერალთა მოთხრობები და იმსჯელეს პერსონაჟებზე, ტექსტში წამოჭრილ პრობლემებსა და მწერლების სტილურ თავისებურებებზე.

მეშვიდეკლასელებმა იმუშავეს პროექტზე - „მწერლის ენა“. წაიკითხეს  ვაჟა-ფშაველას მოთხრობები, იმუშავეს ტროპულ მეტყველებაზე, არქაიზმებსა და დიალექტიზმებზე.

მე-9 და მე-10 -კლასელებმა შეისწავლეს ქართული ენის წინაშე არსებული სიძნელეები სხვადასხვა ეპოქაში და კლასებში პრეზენტაციები წარადგინეს. თანამედროვეობის უმთავრესი გამოწვევაც არ დარჩენიათ უყურადღებოდ და ქართული ენის  ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაზეც იმსჯელეს.

დედაენის კვირეული ჩატარდა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება