სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეშტიის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე გამორჩეული ღონისძიებით აღინიშნა 
22-04-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

14 აპრილს, ქართული ენის დღე სკოლაში განსხვავებული და განუმეორებელი ღონისძიებით აღინიშნა. 

ქართული ენის მასწავლებლების ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოსწავლეები საინტერესო პროგრამით წარდგნენ, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ასხამდა ხოტბას. 

მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლების დახმარებით შექმნეს საქართველოს უნიკალური რუკა.

ბავშვებმა რუკაზე საქართველოს რეგიონების ღირსშესანიშნაობები, ამა თუ იმ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სამზარეულო და ტანსაცმელი. ნამუშევრის პრეზენტაცია კი სათოთხმეტაპრილო ღონისძიებაზე წარმოადგინეს. 

სკოლის დირექტორმა - ბერნიკ ჰოვსეფიანმა, მიულოცა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ქართული ენის დღე და აღნიშნა, რომ ყველა ერმა უნდა შეინარჩუნოს თავისი ენა, მამული და სარწმუნოება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება