| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლის I და II კლასებში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.
I კლასში განხორციელდა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, დაწყებითი კლასების მასწავლებლის თამარ წიქარაძისა და ანა ცერცვაძის ხელმძღვანელობით.
მასწავლებელმა გააკეთა პრეზენტაცია ქართულ ანბანთან დაკავშირებით, ბავშვებმა შესაბამის თემაზე უპასუხეს ვიქტორინის შეკითხვებს, ასევე ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, შედეგად თითოეული ბავშვი დაჯილდოვდა იაკობ გოგებაშვილის წიგნებით, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს , რომ იმეტყველონ ქართულად და უარი თქვან უცხო ენიდან შემოსულ სიტყვებზე.
II კლასში კი ელენე ჯაჯანიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა კლასგარეშე ღონისძიება, რომლის მიზანიც იყო პატარებში მშობლიური ენის სიყვარულის გაღრმავება.
ბავშვებმა თავიანთი მოკრძალებული შემოქმედება მიუძღვნეს დედა ენის დღეს- 14 აპრილს. წარმოაჩინეს ქართველი მწერლების და პოეტების ლექსები და გამონათქვამები დედა ენასთან დაკავშირებით, გააცოცხლეს ი. გოგებაშვილის ნაწარმოებების პერსონაჟები. ღონისძიების დასასრულს ერთობლივად შექმნეს კედლის გაზეთი „14 აპრილი- დედა ენის დღე“.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა