სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამთაწყაროს საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება - „ენა დედაა ერისა“ ჩატარდა 
22-04-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა შეუერთდა დედა ენის კვირეულს და გამართა მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ღონისძიება - „ენა დედაა ერისა“, რომელიც არა მხოლოდ დედა ენის დღის აღნიშვნას, არამედ ქართული ენისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გაღრმავებას ემსახურებოდა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქალბატონი ლალი მეხრიშვილი და დაწყებითი კლასების პედაგოგი ქალბატონი განგა ჭუჭუხაშვილი.

აქტივობაში ჩართული იყო I-XII კლასის მოსწავლეები, რომლებმაც თემატურად გააზრებული, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს.

მოსწავლეებმა საზოგადოებას გააცნეს ქართული ენის განვითარების ისტორია, ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ „დედა ენის“ სახელმძღვანელოზე, ისაუბრებს ბარბარიზმებზე. წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებულად ემოციური და პატრიოტული განწყობა მიანიჭა.

დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ანბანის ასოების მხატვრულმა გაფორმებამ და თემატურმა კედლის გაზეთებმა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.


ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ენობრივი კულტურის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. მონაწილეებმა გამოავლინეს არა მხოლოდ შემოქმედებითი უნარები, არამედ ღრმა პატივისცემა მშობლიური ენისადმი. აქტივობებში ჩართულობამ გააძლიერა მოსწავლეების თვითშეფასება და გუნდური მუშაობის უნარები, რაც ხელს შეუწყობს მათ სამომავლო სამოქალაქო და კულტურულ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი მაკა ჯანაშვილი და სამთაწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ბატონი ჯემალ დიმიტრაძე.


ღონისძიების დასრულებისას ბატონმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სიყვარულით მიულოცა დედაენის დღე ყველა იმ მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს, ვინც ამ მნიშვნელოვან დღეში მონაწილეობდა. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ქართული ენის შემოქმედებითად და გულწრფელად დაცვის მნიშვნელობას, მის სიწმინდესა და ამ ღირსების შენარჩუნებას თანამედროვე საქართველოს საზოგადოებაში.


მონაწილე კლასები და ხელმძღვანელი პედაგოგები:


• I კლასი – განგა ჭუჭუხაშვილი
• II კლასი – რიტა ოთარაშვილი
• III კლასი – მარიამ ტაბატაძე
• IV კლასი – ლია მეხრიშვილი
• V კლასი – დარეჯან პაპიაშვილი-ჩოხელი
• VI კლასი – ფიქრია ბუჩუკური
• VII კლასი – თამილა ნადირაშვილი
• VIII კლასი – ნანა გახოკიძე
• IX კლასი – ლალი მეხრიშვილი
• X კლასი – ფრიდონ საკანელაშვილი
• XI კლასი – ნინო მატიაშვილი
• XII კლასი – ელენე გრიგორიადის


ღონისძიება „ენა დედაა ერისა“ არ იყო მხოლოდ დედა ენისადმი მიძღვნილი დღე – ის იყო სკოლის საზოგადოების ერთიანობის, შემოქმედებითი გამოხატვის, და ეროვნული ღირებულებებისადმი ერთგულების ნათელი მაგალითი. ღონისძიება დიდხანს დარჩება როგორც მოსწავლეების, ასევე მათი მშობლებისა და პედაგოგების მეხსიერებაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება