სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განძის N2 საჯარო სკოლის I-მა კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს
22-04-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების  პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ამის დასტურია 14 აპრილს, დედაენის დღისადმი მიღვძნილ ღონისძიება, რომლის ფარგლებში I კლასის მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს დედაენაზე და ძალიან საინტერესო აქტივობები შეასრულეს.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ლილით გალოიანი და მანანა კირკიტაძე, ესთეტიკურ მხარეზე იზრუნა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა ვანიკო თევანიანმა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სასცენო უნარების, მეტყველების კულტურის, თანამშრომლობის უნარისა და პატრიოტული გრძნობების ჩამოყალიბებას.

ცნობისათვის, 14 აპრილს საქართველოში „დედაენის დღე” აღინიშნება. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

დისიდენტებმა, სტუდენტებმა, ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მასობრივი საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები დიწყეს, რომლის კულმინაციაც 14 აპრილს, თბილისის უნივერსიტეტის ეზოდან რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უზენაესი საბჭოს (ამჟამად პარლამენტის) შენობამდე მოწყობილი მსვლელობა და მრავალათასიანი მიტინგი გახდა. ანალოგიური ვითარება იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი “დედაენის დღედ” გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები,  ვიდეო 1 და ვიდეო 2:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება