| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან შემეცნებით აქტივობებს მუდმივად სთავაზობენ, რათა მომავალი თაობებისთვის სწავლა იყოს საინტერესო, სახალისო და ამ ჰოლისტური მიდგომების თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ შემეცნებითი პროექტები - სწორედ მათი საშუალებით წარმოაჩენენ მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მიღებულ ცოდნას.
ახლახან ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი ნამდვილ დღე-სასწაულად აქციეს - ღია გაკვეთილის ფარგლებში წარმოადგინეს მრავალფეროვანი, შემეცნებითი პრეზენტაცია თემაზე - „მოდა და სტილი“.
ბავშვებმა ისაუბრეს მოდის სამყაროს კორიფეებზე, იმიჯის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ადამიანის ცხოვრებაში, განიხილეს აქტუალური ტენდენციები და კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქეს მშობლიურ სკოლას.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა