| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება.
14 აპრილი დედაენის დღეა. ამ უმნიშვნელოვანეს თარიღთან დაკავშირებით, სადმელის საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლეებმა (ბარბარე კერესელიძე, ბარბარე ჯოხაძე, ანი რატიანი, მარიამ მამფორია) გამართეს პრეზენტაცია სახელწოდებით - „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, ქართული დამწერლობის წარმოშობაზე, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე და გაიხსენეს დიდი ქართველები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული ენის განვითარებაში.
სადმელის საჯარო სკოლა ყველა ქართველს ულოცავს დედაენის დღეს!
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა