| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
სკოლაში, 9 აპრილთან დაკავშირებით, ჩატარდა სემინარ-ტრენინგი ისტორიის მასწავლებლის - სოსო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით.
მასწავლებელმა მოსწავლეები „დააბრუნა“ არც ისე შორეულ წარსულში, კიდევ ერთხელ გაახენა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები და დღე, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დაედო საფუძვლად.
ისტორიის მასწავლებელმა მოსწავლეებთან ასევე მიმოიხილა წინა წლების მოვლენები.
ბავშვებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს, იმსჯელეს და ტრენინგის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა