სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ
15-04-2025
-
+


ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

სკოლის მოსწავლეები საინტერესო პრეზენტაციით ეწვივნენ მეგობარ სკოლას სოფელ კარტიკამში და კარტიკამელ მოსწავლეებთან ერთად გამართეს კონფერენცია, რომელიც ქართული ენის დღეს მიეძღვნა. მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდნენ, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული დამწელობის ისტორიაზე, ქართველურ ენებზე, გაიხსენეს მეფე ფარნავაზე. 

კონფერენიცა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. მათ ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს და ბევრი ახალი შეიმეცნეს.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება