| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღვნიშნეთ. ეს მნიშვნელოვანი თარიღი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიებით აღინიშნა.
ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალულმა ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა. მას ორგანიზება გაუწია დაწყებითი კლასების პედაგოგმა ციალა კაპანაძემ.
მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს ქართულ ენას და აღნიშნეს მისი მნიშვნელობა ქართველი ერის თვითმყოფადობის შენარჩინებაში.
ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები -
„ქართველი ხალხის სასიხარულოდ,
ქართველი ხალხის სასიქადულოდ,
იდღეგრძელე და იბედნიერე,
აწ და მარადის ენავ ქართულო!“.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა