სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბახვის საჯარო  სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა 
15-04-2025
-
+


14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღვნიშნეთ. ეს მნიშვნელოვანი თარიღი წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო  სკოლაში კვირეულით აღინიშნა. 

სკოლაში ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება თუ აქტივობა გაიმართა. მათ შორის იყო კალიგრაფიის კონკურსი, ესეების კონკურსი. აღსანიშნავია, რომ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე რაიონულ კონკურსზე წარდგა. 

კვირეული კი 14 აპრილს ფინალური ღონისძიებით დაგვირგვინდა. ღონისძიებაზე ესეების კონკურსში საუკეთესოდ მიჩნეული ნაწარმოებები წაიკითხეს, მე-5 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიაცია სახელწოდებით - „ჩვენი ენა ქართული“, მერვე-მეათე კლასის მოსწავლეებმა კი ქართულ ენასა და საქართველოზე დაწერილი ლექსების გარდა მათი საყვარელი პოეტების პოეზია გააცოცხლეს.  ასევე გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილი და ამ დღის მნიშვნელობაც გაიაზრეს და ხაზი გაუსვეს ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობას.

შეხვედრა დასრულდა მოწოდებით - „ილაპარაკეთ ქართულად, ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ“!

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - ლუდმილა შონია და მზია ვაშალომიძე. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება