| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

14 აპრილს საქართველოში დედა ენის დღეს აღვნიშნავთ. ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლაში კვირეული მიეძღვნა.
პროექტის ავტორი და სულისჩამდგმელია შორენა ხეცურიანი - დირექტორის მოადგილე.
პროექტი მეტად საინტერესოდ წარიმართა, ყოველი დღე დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ყველა საფეხურის მოსწავლე. დამრიგებლის, ქართულის მასწავლებლების, მუსიკისა და ხელოვნების პედაგოგების დახმარებით კვირეული შინაარსიანი და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული აღმოჩნდა.
კვირეული დაგვირგვინდა ლიტერატურული საღამოთი სახელწოდებით - „ო, ენავ, ჩემო, დედაო ენავ“.
კალიგრაფიის, მხატვრული კითხვისა და ესეების კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ I, II და III ხარისხის დიპლომებით.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს
მასწავლებელთა 6 ახალი სტანდარტი, კომპეტენციები და დაზუსტებები ცნობილია - დოკუმენტი
მასწავლებლის ეთიკის კოდექსი დამტკიცდა - ახალი ვალდებულებები და რეგულაციები პროფესიული განათლების პედაგოგებს ეხება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს
„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ
„ვულოცავთ ჩვენს წარმატებულ მოსწავლეებს“
„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ
„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე