| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. შესაბამისად სკოლაში ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის აღსანიშნავია კონფერენცია სახელწოდებით - „უახლესი ისტორიის კვალდაკვალ- საქართველოს პირველი პრეზიდენტი- ზვიად გამსახურდია- საქართველოს ეროვნული გმირი“
IX და X კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ურთულეს პერიოდზე.
კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების გახსენება და ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება.
მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ და ცოდნა გაიღრმავეს.
კონფერენციას ხელმძღვანელობდნენ ისტორიის მასწავლებლები - ლალი ბანძელაძე და მაია ვახანია.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...