სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პრაქტიკული რჩევები ბაღის პედაგოგებისა და მშობლებისთვის - ბავშვებში სურსათის გადაცდენის რისკის შესამცირების გზები
26-02-2025
-
+


რა საფრთხეები არსებობს მცირეწლოვან ბავშვების კვებისას და რა უნდა გაითვალისწინონ საბავსვო ბაღის აღმწრდელებმა და მატმა თანაშემწეებმა არსებული რისკის შესამცირებლად - აღნიშნულთან დაკავშირებით სარეკომენდაციო ინფორმაციას  ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების შესახებ კანონში ვნახულობთ.

1. სკოლამდელი და ადრეული ასაკის ბავშვებში (განსაკუთრებით 3 წლამდე ასაკში) სურსათის გადაცდენის რისკის შესამცირებლად მიღებული უნდა იყოს შემდეგი ზომები:

ა) კვებისას ბავშვები უნდა ისხდნენ, ხოლო აღმზრდელ-პედაგოგმა და აღმზრდელმა უნდა გაუწიოს მეთვალყურეობა კვების პროცესს;

ბ) ბავშვებს უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ ისეთი სურსათი, რომლის დაღეჭვასაც შეძლებენ.

2. სურსათის შერჩევისა და მენიუს შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ზოგიერთ სურსათს გააჩნია გადაცდენის მომეტებული რისკი, ასეთია:

ა) მაგარი, ბოჭკოვანი, წებოვანი ძნელად დასაღეჭი სურსათი (მაგ., თხილი, უმი სტაფილო);

ბ) პატარა, ბურთულების შემცველი სურსათი (მაგ., ყურძენი, მუხუდო, საზამთროს თესლი, ქიშმიში);

გ) სურსათი, რომელსაც აქვს გარსი ან ძნელად დასაღეჭია (სოსისი, მოხარშული ხორცის ნაჭერი, ბატი-ბუტი);

დ) სქელი კონსისტენციის, კრემისებრი, პასტისებრი სურსათი რომელიც შეიძლება გაიჭედოს ხახაში;

ე) რომლის დაღეჭვა რთულია ბავშვებისთვის.         

3. კვების პროცესში გადაცდენის მაღალი რისკის მქონე  სურსათი, აუცილებელია სათანადოდ იქნეს დამუშავებული შემდეგი მეთოდების გამოყენებით:

ა) შეეცვალოს სურსათს ტექსტურა – გახეხვა, დააქუცმაცება, მოხარშვა;

ბ) სარისკო ნაწილების მოცილება – გათლა, მაგარი ბოჭკოების მოცილება.

4. 5 წლის ასაკამდე ბავშვებისათვის დაუშვებელია მცირე ზომის, მაგარი სურსათის მიცემა, როგორიცაა, მაგალითად, მთლიანი კაკლოვნები, თესლეულის დიდი მარცვლები.

5. სურსათის გადაცდენის შემთხვევაში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს პირველადი დახმარების დროული აღმოჩენა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება