სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის ნიშნებით უმაღლესში ჩარიცხვის საფრთხეებზე აბიტურიენტები საუბრობენ - „მასწავლებლები ხშირად სუბიექტურები არიან...“
17-02-2025
-
+



სკოლის ნიშნებს გავლენა ექნება უმაღლესში ჩარიცხვაზე - ეს ინიციატივა მთავრობის 4-წლიან გეგმაშია გაწერილი და მისმა გაჟღერებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ზოგი მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომის შედეგად სკოლის როლი, დანიშნულება, ავტორიტეტი გაიზრდება, თუმცა მოქალაქეების ნაწილი უმაღლესში მოხვედრა-არმოხვედრის საკითხის ატესტატებით განსაზღვრას ნათლავს, როგორც ნაბიჯს უკან, საბჭოეთში.

გაამართლებს თუ არა ინიციატივა, მომავალი გვიჩვენებს, საინტერესო კი ისაა, როგორ აფასებენ მას თავად მომავალი სტუდენტები.

„ჩემი აზრით, მასწავლებლის შეფასებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული მოსწავლეების უნივერსიტეტში ჩარიცხვა-არ ჩარიცხვა. სამწუხაროდ, ზოგჯერ მასწავლებლები სამართლიანები არ არიან. მათ ბავშვების გამორჩევა იციან, ამოჩემება... ერთს სულ მაღალ ქულებს უწერენ, მეორეს დაბალს. შეიძლება პედაგოგს მოსწავლე პიროვნულად არ მოსწონდეს და ქულას არ უწერდეს. ამან არ უნდა განსაზღვროს მოსწავლის მომავალი“, - ამბობს მე-12 კლასის მოსწავლე ანა; თუმცა ნიკა, რომელიც ასევე აბიტურიენტია, მიიჩნევს, რომ გამოცდა, თავისი არსით, შესაძლოა ისე აბნევდეს ადამიანს, საკუთარი ცოდნა, შესაძლებლობები ვერც წარმოაჩინოს,. ამიტომ ცუდი არ იქნება, სკოლის ნიშნები თუ განსაზღვრავს უმაღლესში ჩაბარებას:

„ეროვნულ გამოცდებზე შეიძლება დავიბნეთ და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ წარმოვაჩინოთ, ამიტომ, ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ატესტატი განსაზღვრავს უნივერსიტეტში ჩარიცხვას. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მასწავლებელი „გადაგვეკიდება“ და ქულას არ დაგვიწერს, დირექტორმა უნდა დანიშნოს ამ საგანში გამოცდა“.

„არასწორი გადაწყვეტილებაა, უმაღლესში სკოლის ატესტატით ჩარიცხვა - იქ ხშირად ვერ ვამჟღავნებთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ან ვამჟღავნებთ, მაგრამ ეს ქულებზე შესაბამისად არ აისახება. მე მყავს რამდენიმე მასწავლებელი, რომლის დაწერილ ქულებს არ ვეთანხმები და მგონია, რომ მეტი მეკუთვნის, თუმცა თუ ეს გახდება უნივერსიტეტში ჩარიცხვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, უსამართლობა იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნულ გამოცდებზე გაცილებით მაღალ ქულებს მივიღებ“, - აღნიშნავს დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ნია.

„პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ გამოცდების გამო ძალიან ვღელავ. ყველა საგანში ვემზადები, ფაქტობრივად, მეორე წელია, წესით, სანერვიულო არ მაქვს, მაგრამ თავს მაინც ვერ ვერევი. რაც შეეხება მისაღებ გამოცდებზე სკოლის ნიშნის საკითხს - მე პირადად, მართებული არ მგონია.  სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობ, უმაღლესი შეფასებებიც მაქვს, თუმცა მაგალითად, ჩემი კლასელების ნაწილი იმ საგნებს, რომლებიც არ აინტერესებთ, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. არიან ისეთებიც, ვისთვისაც ნიშანი არაფერია და ზოგადი ცოდნა ნამდვილად აქვთ. ამ შემთხვევაში, მგონი მათი პოტენციალი ჩაიკარგება, რადგან მსგავსი მოსწავლეები ახლაც არსებობენ და მომავალშიც იქნებიან“, - ამბობს მეთორმეტე კლასელი თეკლა.

„ზოგიერთი მასწავლებელი ნიშანს ისე არ წერს, თუ მასთან არ ემზადები, ამიტომ უსამართლობაა ეს გადაწყვეტილება. ასე ყველა ადგება და დაიწყებს თავის პედაგოგთან მომზადებას, მეორეხარისხოვანი იქნება ცოდნის მიღება. არადა, ქულები საერთოდ არ განსაზღვრავს მოსწავლის ინტელექტს და ნამდვილ ცოდნას. ამიტომ, ნამდვილად არ მივესალმები ამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნავს აბიტურიენტი საბა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ, პედაგოგთა ღვაწლის დაფასება და ყველა პედაგოგს კიდევ ერთხელ ულოცავენ პროფესიულ დღესასწაულს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება