სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბში ფილმის ჩვენება-განხილვა მოეწყო
18-12-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ბაზაზე არსებული სამოქალაქო განათლების კლუბი - „ცვლილებების პიკი“ აქტიურად ფუნქციონირებს. 

აღსანიშნავია, რომ კლუბი ბევრ საინტერესო, მამოტივირებელ და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ ღონისძიებას ახორციელებს. 

ამჯერად, მოსწავლეებმა ამერიკულ ფილმს - „12 განრისხებული მამაკაცი“ უყურეს. მათ ფილმში წამოჭრილი საკითხები განიხილეს, დისკუსია გამართეს და ამომწურავად იმსჯელეს. 

„12 განრისხებული მამაკაცი“ — 1957 წლის ამერიკული შავ-თეთრი ფილმი. ფილმში 12 ნაფიცი მსაჯული ცდილობს მიიღოს გადაწყვეტილება საქმის შესახებ, რომელშიც პატარა ბიჭს მკვლელობაში ედება ბრალი. ფილმის მთელი მოქმედება ნაფიც მსაჯულთა ოთახში ვითარდება.

ორ მსაჯულს შუაა გამომწყვდეული განსასჯელი - 18 წლის ბიჭი, რომელსაც მამის მკვლელობაში ედება ბრალი. დანარჩენი მსაჯულები მერყევი მაყურებლები არიან, რომელთა გადაწყვეტილებას, დამნაშავედ ცნონ ყმაწვილი, სულ სხვადასხვა სარჩული უდევს: ზოგი პროკურორის სიტყვამ მოხიბლა, ზოგს მყარად სჯერა, რომ ქუჩაში გაზრდილი უპატრონოებისგან სხვა არაფერია მოსალოდნელი, ზოგი დაუღეჭავად ყლაპავს მოწოდებულ არგუმენტებს და ისინი წყალგაუვალი ჰგონია, ზოგი ფეხის ხმას მიჰყვება (სადაც ყველა, იქაც მე), ზოგს კი უბრალოდ ეჩქარება - ბეისბოლის მატჩს უნდა მიუსწროს.

განსასჯელს ბევრი „მინუსი“ აქვს:

ის თითქმის ბავშვია, მაგრამ ეს მისდამი სასტიკ მოპყრობას არათუ აფერხებს, არამედ ახალისებს კიდეც - ბავშვს ადვილად შეგიძლია მოერიო, როცა ზრდასრული მამრი ხარ (სწორედ ასე იქცეოდა მამამისი, როცა სასტიკად სცემდა). „ბავშვები ველურები გახდნენ, იქნებ ეს გაკვეთილი იყოს“. - ამბობს ერთი მსაჯული.

ის არაა არც „მაღალი“ და არც „საშუალო“ ფენის წარმომადგენელი. ის „ქუჩის ბიჭია“, რამდენჯერმე ნასამართლევი კიდეც.

ის უპატრონოა - დედა მოუკვდა, მამა ციხეში იყო, ბავშვთა სახლში იზრდებოდა. განა ეს საკმარისი არაა, რომ კრიმინალი გახდეს?

ის დაუცველია - „დაუცველთა დახმარების კვირეული გვაქვს“? - კითხულობს ერთი მსაჯული, როცა „წყალგაუვალ ფაქტებს“ წყალი შეუდგება.

ის „ჩამოთრეულია“ - ინგლისურადაც კი ვერ საუბრობს გამართულად“ - ასეთია ერთ-ერთი მსაჯულის არგუმენტი.

თითქოს ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მისთვის თავი არავინ შეიწუხოს და სუფთა სინდისით გაუშვას ელექტროსკამზე. ვის რაში დააინტერესებს ეს უინტერესო ადამიანი? ის „არავინაა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეთა პედაგოგი გახლავთ ნანა ცქვიტარია, გუნდის კაპიტანი კი - ქეთინო მელიქიშვილი

 

 

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება