სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორი უნდა იყოს უცხოური ენის გაკვეთილები დაწყებით კლასებში - მიდგომები და აქტივობები
04-11-2024
-
+


დაწყებითი კლასის მოსწავლეები ჯერ კიდევ გადიან ადაპტაციას სასკოლო ცხოვრებაში, ერგებიან გარემოს და უჭირთ უარი თქვან თამაშზე, სწორედ ამიტომაა, რომ მათთან კარგად მუშაობს მეთოდი: სწავლა თამაშით. რაც შეეხება დაწყებით კლასში, ენის შემსწავლელ გაკვეთილებს, ის უნდა იყოს სახალისო, ინტერაქტიული და გამორჩეული, რათა ბავშვებს ყურადღება არ გაეფანტოთ და ენების სწავლა მათთვის საინტერესო გახდეს.

გაგიზიარებთ, რამდენიმე რეკომენდაციასა და თამაშს, რომ გაკვეთილები იყოს მეტად ეფექტური: 

რეკომენდაციები:

1. ინტერაქტიულობა – ჩართეთ საგაკვეთილო პროცესში დინამიკური აქტივობები, თუნდაც სიმღერა და ვიზუალური მასალა, რაც ბავშვს გაკვეთილზე მეტი ჩართულობის საშუალებას მისცემს.

2. მარტივი სიტყვები და ფრაზები – თავიდანვე რთული კონსტრუქციების ნაცვლად, დაიწყეთ მარტივი სიტყვებითა და ყოველდღიური ფრაზებით.

3. სურათების გამოყენება – ახალი სიტყვების სწავლებისთვის გამოიყენეთ მარტივი სურათები, რაც ბავშვებს დაეხმარება ასოცირების გზით დაიმახსოვრონ სიტყვები.

4. რიტმი და რითმული ტექსტები – ბავშვებს მარტივად ითვისებენ რითმულ ტექსტებს და სიმღერებს, ამიტომ ენის შესწავლის პროცესში გამოიყენეთ პოეზია და სიმღერები.

თამაშები:

1. „სურათების ძიება“ – ამ თამაშში მასწავლებელმა უნდა აჩვენოს სურათები სხვადასხვა ნივთის ან ცხოველის გამოსახულებით, ხოლო ბავშვებმა უნდა დაასახელონ ან მიაგნონ შესაბამის სიტყვებს. ეს ხერხი მათ ასოცირების გზით მახსოვრებას გაამარტივებს.

2. „შეგროვებული სიტყვები“– მასწავლებელი ბარათებზე სხვადასხვა სიტყვას წერს და ამ ბარათებს ბავშვებს ურიგებს. ბავშვებმა უნდა დააწყონ სიტყვები სწორ თანმიმდევრობით და მიიღონ მარტივი წინადადებები.

3. „მიმიკური თამაში“ – ეს არის თამაში, რომელშიც ბავშვებს ეძლევათ დავალება, რომ სიტყვების გარეშე გამოხატონ რაიმე ემოცია ან მოქმედება, ხოლო დანარჩენებმა უნდა გამოიცნონ ეს სიტყვა. ეს მათ ეხმარება სიტყვებთან და გრძნობებთან შესაბამისობის დამყარებაში.

4. „ფერი და საგანი“ – მასწავლებელი ეუბნება ბავშვს კონკრეტულ ფერს ან საგანს (მაგ., „წითელი ვაშლი“), ხოლო ბავშვებმა უნდა მოძებნონ ეს ნივთი ოთახში ან აჩვენონ სურათი.

5. „სიმღერები და რითმები“ – დაწერეთ მარტივი სიმღერა ან ლექსი სიტყვების დასამახსოვრებლად და იმღერეთ ბავშვებთან ერთად. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ახალი ლექსიკის დასამახსოვრებლად.

ზემოთ აღნიშნული აქტივობები ეხმარება ბავშვებს უცხო ენაში ჩართვას, ხოლო ინტერაქტიულობა მათთვის ენაში სწრაფად და ბუნებრივად ჩართვის საშუალებას იძლევა.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება