| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში მეგობრული და თანამშრომლობითი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. იქ სასკოლო საზოგადოება თითოეული პედაგოგის შრომას ხედავს და აფასებს.
სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ მასწავლებლის ეროვნულ დღეს სასკოლო საზოგადოება ღვაწლმოსილ პედაგოგებს ესტუმრა. მათ ისინი გაახარეს, სხვადასხვა საკითხზე ესაუბრნენ და პროფესიული დღე მიულოცეს.
„ვაგრძელებთ ტრადიციას, რომელსაც ტობანიერის საჯარო სკოლამ საფუძველი ორი წლის წინ ჩაუყარა. კიდევ ერთხელ ვესტუმრეთ, გავახარეთ და მოვეფერეთ ჩვენს ღვაწლმოსილ პედაგოგებს. ისინი ხომ თითოეული ჩვენგანის ცხოვრების მეგზურები არიან, მათი დამსახურებაა ის, რომ ჩვენ დღეს ფეხზე მყარად ვდგავართ!
გჯეროდეთ, ჩვენო ძვირფასებო, რომ მთელი ცხოვრება გაგვყვება თქვენდამი განსაკუთრებული პატივისცემა იმ დიდი ღვაწლისთვის, რომელზეც არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა