სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
28-10-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგნმანათლებლო ღონისძიებაში და ცოდნასა და იდეებს ფართო საზოგადოებას უზიარებენ. 

ამჯერად , სკოლა „ანაბასისის“ მე-7 კლასის მოსწავლეები, ინგლისური ენის მასწავლებლის - ნანა ფერაძის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ, რომელიც გლობალურ პლატფორმაზე. 

მათი პრეზენტაციის თემატიკა იყო მდგრადი განითარების ორი მიზანი - „ხარისხიანი განათლება“ და „გენდერული თანასწორობა“.

მე-7 კლასელებმა ინგლისურ ენაზე ქართველ და უცხოელ თანატოლებს, მასწავლებლებს გაუზიარეს თუ რა გამოცდილება დაუგროვდა სკოლა „ანაბასისს“ შესაბამისი მიზნების შესრულების მიმართულებით და რა არის მათი წვლილი ამ დიდ საქმეში. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციაზე მათ წარმატებით გამოსვლას ხელი შეუწყო სამოქალაქო განათლების პედაგოგის - თეა სამხარაძის სემინარში - „მდგრადი განვითარების მიზნები“  მაღალმა ჩართულობამ.

„მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება არა მარტო ზრდის ამ მიზნების მიღწევის შანსს, არამედ ავითარებს მათში პასუხისმგებლობას მომავლისა და მსოფლიოს მიმართ. თურქ, აზერბაიჯანელ, ინდოელ, ხორვატ თანატოლებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია დღევანდელ ურთიერდაკავშირებულ სამყაროში. მოსწავლეები ეჩვევიან საჯარო გამოსვლას და ივითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, აქტიურად მონაწილეობენ დისკუსიებში და წარმოადგენენ თავიანთ იდეებს გლობალურ პრობლემების შესახებ, მსგავსი პროექტები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, მხარი დაუჭირონ ცვლილებებს და შეიტანონ წვლილი იმ მნიშვნელოვან საკითხებში , რომლებიც გავლენას ახდენს მათ მომავალზე“,- გვეუბნებიან სკოლაში და კონფერენციაში მონაწილეობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

კონფერენციაში მონაწილე საუკეთესო პრეზენტატორი მოსწავლეები -  მარიამ როინიშვილი, ნინო მაღლაკელიძე, ცოტნე ჩუბინიძე, გაბრიელ ჯუღელი, გიორგი ნებიერიძე, მარიამ ჩაფიჩაძე და მართა კაპანაძე დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით, რომლებიც ბავშვებს საზეიმოდ გადაეცათ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლას ეწვია საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით მრავალი პროექტის ავტორი და თანადამფუძნებელი - ინგა ხარჩილავა და დასძენენ, რომ სწორედ ამ ქალბატონის დამსახურებაა ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის მიცემული შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ გლობალურ პლატფორმაზე ჩატარებულ კონფერენციაში. 

შეხვედრაზე სტუმარმა და მოსწავლეებმა ისაუბრეს პლატფორმაზე წარმოდგენილ პრეზენტაციაზე და სამომავლო გეგმებიც დასახეს. 

„დღეს შევხვდი თვალებანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც სავსენი არიან ენთუზიაზმით, ენერგიით და ახალი იდეებით. ისინი გამოირჩევიან შემოქმედებითი მიდგომებით და მზად არიან, რათა უკეთესობისკენ შეცვალონ სამყარო. ძალიან დიდი მადლობა სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს და მოსწავლეებს მოწვევისთვის. მართლაც ძალიან საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული დღე შედგა. თანამშრომლობა გრძელდება“,- შეხვედრის ბოლოს აღნიშნა ინგა ხარჩილავამ. 

შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მასწავლებლები.  

სკოლაში ახარებთ მოსწავლე-მასწავლებელთა შემართება და მადლობას უხდიან სტუმარს, თანამშრომლობისათვის. 

„დიდი მადლობა ქალბატონ ინგას სტუმრობისათვის! ფასდაუდებელი შრომისათვის, რომელმაც საშუალება მისცა საქართველოს მოსწავლეებს და მასწავლებლებს გლობალურ პლატფორმაზე წარმოეჩინათ თავიანთი თავი და ქვეყანა! მადლობა, ინგლისური ენის პედაგოგს - ნანა ფერაძეს  მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისათვის, პედაგოგ თეა სამხარაძეს თანამშრომლობისათვის, მადლობა  მე-7 კლასელ „ანაბასისელებს“ მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი პროექტების განხორციელებისათვის და გლობალურ პლატფორმაზე, საერთაშორისო ვებმინარზე პრეზენტაციის ინგლისურ ენაზე საინტერესოდ წარდგენისათვის! მომავალი წარმატებები!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება