სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მიქავას თემის N1 საჯარო სკოლაში საშემოდგომო საქველმოქმედო გამოფენა მოეწყო
24-10-2024
-
+


ჟორჟი კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N1 საჯარო სკოლაში, პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში, საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. ღია ცის ქვეშ საშემოდგომო კუთხე მოეწყო, რამაც მოსწავლეებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

„ტრადიციულად, სკოლაში, ჩვენებურად, მისი აღმატებულება შემოდგომა გვესტუმრა “, - გვიყვებიან სკოლაში. 

როგორც გვეუბნებიან, წელს, ეს დღე განსხვავებული იყო, რადგან მას, საზეიმო გამოფენისა, საქველმოქმედო დატვირთვაც ჰქონდა, სწორედ ამიტომ, მშობლებმა და ბავშვებმა ძალიან იაქტიურეს.

„ამ დღეს, ორმაგად იაქტიურეს ჩვენმა ყოჩაღმა მშობლებმა და ბავშვებმა, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა მათ გადავუხადო საჯაროდ. ღმერთმა ასმაგად დაგიბრუნოთ გაცემული სიკეთე, ძვირფასო მშობლებო, ყოჩაღო მოსწავლეებო. საოცარი სანახავი იყო თქვენი მონდომება და ენთუზიაზმი. კოლეგებო, მადლობა თქვენ. ჩვენ ძლიერი, შეკრული, ერთიანი გუნდი ვართ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

სასკოლო საზოგადოება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს.

იხილეთ ვიდეო ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება