| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, პედაგოგებმა მოსწავლეებს ანბანის სწავლა დღესასწაულად უქცია.
პირველ კლასში, რომლის დამრიგებელი ეკა ჯიქია გახლავთ, „ანბანის შებრძანებასთან“ დაკავშირებით, სიანტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება ჩატარდა.
„პირველი კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საოცრად საინტერესო და სანახაობრივი ღონისძიება ჩაატარეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - ქეთევან ქირიამ სხვადასხვა სახის აქტივობითა და რესურსით შეძლო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და მათი ჩართულობის გაზრდა საგაკვეთილო პროცესში.
სკოლის დირექცია, მადლობა უხდის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს საინტერესო, სახალისო და შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა