| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა განათლებაზე პროფესიონალი, ღირსეული და მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარებული პედაგოგები ზრუნავენ.
18 ოქტომბერს, ლანჩხუთის კულტურის სახლში წლის საუკეთესო მასწავლებელთა რაიონული დაჯილდოება გაიმართა.
ნიგვზიანის საჯარო სკოლიდან კი, წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება, ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, ლიანა ვადაჭკორიამ მოიპოვა.
„კარგი მასწავლებელი სანთელს ჰგავს - ის საკუთარი თავის შემოქმედებითი წვით, სხვებს უნათებს გზას“, - ამ სიტყვებით სკოლაში აღნიშნავენ, რომ პედაგოგმა მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების ინდივიდუალური ქარგითა და ხელწერით, მრავალ მოსწავლეში აანთო ცოდნის ჩირაღდანი.
„ის ჩვენი სკოლის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება, ღონისძიება, თუ სასკოლო აქტივობის განხორციელება უკავშირდება. ვულოცავთ, ლიანა მასწავლებელს ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლის დამსახურებულ აღიარებას.
კვლავ დიდხანს და ერთგულად გემსახუროთ იმ ძვირფას პროფესიაში, რომელსაც მასწავლებლობა ჰქვია!“, - ასე ულოცავენ პედაგოგს დამსახურებულ ჯილდოს და პროფესიულ წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა