სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლის მასწავლებელი - ირინა სოსელია წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის დაჯილდოვდა
23-10-2024
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი, მოტივირებული პედაგოგები მუშაობენ.

ერთ-ერთი მათგანი ქიმიისა და ხელოვნების მასწავლებელი ირინა სოსელია გახლავთ. მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. 

ახლახან, ზუგდიდის მერმა - მამუკა წოწერიამ წარმატებულ პედაგოგებს, მათ შორის, ირინა სოსელიას, სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ირინა სოსელია აქტიურადაა ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. ის „ათინათის“ პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“, ფარგლებში, წლებია „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების“ კლუბ „ევრიკას" ხელმძღვანელობს. მისი თაოსნობით, სკოლაში უამრავი საკლუბო ინიციატივა, საქველმოქმედო და მოხალისეობრივი აქციები განხორციელდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი თარიღები აღინიშნებოდა. 

სკოლაში მისი მიღწევით ხარობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„პედაგოგი 2019 წელს, ასოციაცია „ათინათმა“ დაასახელა, როგორც „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების“ კლუბის წლის საუკეთესო ლიდერი და დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით. ირინა სოსელია 2017 წლიდან, აქტიურადაა ჩართული eTwinning-ის საერთაშორისო პროექტებში. მან განახორციელა 20 საერთაშორისო პროექტი და ოცივე პროექტში მიღებული აქვს ევროპული ხარისხის ნიშანი, ხოლო სკოლას 2023 წელს eTwinning-თან წარმატებული თანამშრომლობისათვის გადაეცა ვარსკვლავი.

ქალბატონ ირინას გააჩნია მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ფლობს სწავლების თანამედროვე სტრატეგიებს, ნერგავს ინოვაციებს, არის აქტიური პედაგოგი. ქალბატონ ირინას მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება