| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად იქ, „ერასმუს+“-ის დაფინანსებულ პროექტს - „ყველა ჯანმრთელი-ყველა ბედნიერი“ უმასპინძლეს. პროექტის მთავარი მიზანი ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და აქტიური ცხოვრების პოპულარიზაცია და წახალისება გახლდათ.
მონაწილეებმა საქართველოდან, სლოვენიიდან და ნორვეგიიდან თავიანთ ქვეყნებში პოპულარული სპორტული თამაშები გამართეს. ასევე აღსანიშნავია, რომ შემდეგ პროექტში - „ერასმუს+ გაცვლითი პროექტი: მოხალისეობა ცვლილებებისთვის“ ხუცუბნის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე - ანრი მოწყობილი ჩაერთო.
„აქტივობა წარმატებული აღმოჩნდა: მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და კმაყოფილებით, ინტერესით გაიზიარეს სტუმრების შემოთავაზებული სპორტული თამაშები. პროექტმა - All healthy-All happy თავისი მიზანი შეასრულა - ხელი შეუწყო კულტურათაშორისი თანამშრომლობის განვითარებას, დააინტერესა მოსწავლეები“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა