სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გელათის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა 
23-10-2024
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. 

ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. 

„ტვინების ბრძოლა არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეთათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. 

თემატიკა არის ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებულია ლოგიკურ და ანალიტიკური აზროვნების უნარზე. 

შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა სამივე საფეხურზე:

1. საფეხური - მე-3, მე-5 კლასები (7 ჯგუფი);

2. საფეხური - მე-6 მე-8 კლასები (6 ჯგუფი);

3. საფეხური - მე-9, მე-12 კლასები (5 ჯგუფი) ;

პირველადგილოსანმა გუნდებმა -  „ფეოლა“ (გუნდის კაპიტანი - დამიანე ლოლუა), „იმერლები“ (გუნდის კაპიტანი - მარიამ აფრიდონიძე) და „ქვაბიკარი“ (გუნდის კაპიტანი - ჯემალ ჭარხალაშვილი)  მოიპოვეს  სკოლის ჩემპიონის ტიტულები. 

გამარჯვებულებს Brains-ისგან გადაეცემა გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომები. 

ასევე, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს მიენიჭათ „ტვინების ბრძოლის” ოფიციალურ, სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება, რომელიც ჩატარდება საქალაქო მასშტაბით.

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება