| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N36 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებული საგაკვეთილო პროცესი შესთავაზონ და მათი დაინტერესება გამოიწვიონ.
ამჯერად, მე-3ა და მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა საგან ხელოვნებაში, საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს და ფერების ბორბალი დაატრიალეს.
მოსწავლეებმა ნახეს, რომ თუ ფერების ბორბალს სწრაფად დაატრიალებენ, წარმოიქმნება ფერების შერწყმის ეფექტი, ხოლო მაშინ, როცა დისკზე ფერები (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და იისფერი) სწრაფად ტრიალებს, ის საბოლოოდ თეთრად ჩანს.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებელი ნანი ჯამბაზიშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა