სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის 9 მოსწავლეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერები გადაეცა
21-10-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის სახელს წარმატებული მოსწავლეები ქმნიან, რომელთა უკანაც პროფესიონალი პედაგოგები დგანან. 

ამჯერადაც, სკოლა დიდი სიამაყით გვაცნობს მოსწავლეებს, რომლებიც სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც  ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის 9 მოსწავლეს საჩუქრად კომპიუტერები გადაეცა.

წარჩინებული მოსწავლეები არიან: ანდრია გუგუშვილი, ეკატერინე ჯაიანი, მარიამი ბუსხრიკიძე, დავით ჟორჟოლიანი, ბარბარე კუჭავა, ვახტანგ კუჭუხიძე, ელენე უშხვანი, მარიამ ხიზანეიშვილი და საბა კობახიძე. 

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისი N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა დამრიგებლებია: ფიქრია ჯიმშელეიშვილი, მაგდა პაპიძე, ქეთევან მაჩალაძე და მალვინა ჯინჭარაძე.

სკოლა ულოცავს ახალგაზრდებს მიღწეულ წარმატებას და მადლობას უხდის მათ პედაგოგებსა და მშობლებს მოსწავლეების წარმატებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე ასევე მოწყობილი იყო სკოლების საგამოფენო სივრცეები, სადაც სკოლის დირექტორმა საგამოფენო სივრცეში წარადგინა ქუთაისი N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ბანერი, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებზე მოპოვებული პრიზები და სერტიფიკატები. 

ფიზიკის მასწავლებელმა გიორგი მემანიშვილმა სტუმრებისთვის ჩაატარა სხვადასხვა სახის საინტერესო ექსპერიმენტები. 

მოსწავლეებმა კი წარადგინეს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფარგლებში, შექმნილი რობოტები (გურამ შეყილაძე, გურამ ხმელიძე, ლუკა მიქაუტაძე, გაბუნია ნინი, ბუცხრიკიძე  მარიამ, გვენეტაძე მიხეილი, ელენე უშხვანი, ბარბარე კუჭავა). 

სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგებსა და მოსწავლეებს სკოლის საინტერესოდ და განსხვავებულად წარმოჩენისათვის.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“, ფარგლებში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ. პროგრამის მთავარ მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. იმერეთის რეგიონში წელს 958 წარჩინებული მოსწავლეა, აქედან ქუთაისში - 335. შეგახსენებთ, რომ ყოველწლიურად კომპიუტერები გადაეცემათ იმ საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება