| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვან დროს და ყურადრებას უთმობენ, ამ მიზნის მისაღწევად კი ხშირად მიმართავენ კინოხელოვნებას.
ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყუმუსთავის სკოლაში წარმატებით მუშაობს კინოკლუბი.
ახლახან, კლუბში მორიგი კინოჩვენება გაიმართა.
ეკრანი დაეთმო მხატვრულ ფილმს - „დამალული ფიგურები“.
ფილმი ეხება ისეთ მწვავე პრობლემას, როგორიცაა დისკრიმინაცია.
ასევე ქალებს, რომელთა შესაძლებლობებსა და მეცნიერულ მიგნებებს საზღვარი არ აქვს.
მოსწავლეებისთვის ფილმი მეტად შთამბეჭდავი და შთამაგონებელი აღმოჩნდა.
მხატვრული სურათის ნახვის შემდეგ იმსჯელეს, საჭირო დასკვნა გამოიტანეს და ფილმის მთავარი გზავნილიც გააჟღერეს - „მიუხედავად დაბრკოლებებისა, დაისახეთ მიზნები და იბრძოლეთ ამ მიზნების მისაღწევად!“
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა