| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, შექმნილია საბავშვო გადაცემა „გვირილები“, რომელსაც ხელმძღვანელობს დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ნინო დანელია. გადაცემის პატარა ჟურნალისტი მოსწავლეები საინტერესო რესპონდენტებს ეძებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც.
29-30 სექტემბერს ისინი თურქეთის ქალაქ რიზეში რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც ჩაწერეს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თურქი ლექტორი გიულ ოზთურქი. მოსწავლეები ასევე, შეხვდნენ ამავე უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს - ნები გუნეშს.
მათ მოაწყვეს ქართულ-თურქული ტრადიციებით გაჯერებული ღონისძიება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბავშვებმა დაათვალიერეს ტრაპზონის ულამაზესი ადგილები.
ეს მოგზაურობა, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მუნიციპალიტეტის მერის - თორნიკე ჯანაშიას დახმარებით შედგა. ის, სკოლას ძალიან დაეხმარა და გვერდით დაუდგა, მხარდაჭერა გამოუცხადა, რისთვისაც სასკოლო საზოგადოება უღრმეს მადლობას უხდის.
„მადლობა მუნიციპალიტეტის მერს - თორნიკე ჯანაშიას, რომლის გვერდით დგომითა და დახმარებით, შედგა ეს გასტროლები. მის მხარდაჭერას ჩვენ ვგრძნობთ, ვაფასებთ და აღვნიშნავთ. სწორედ მისი მეშვეობით ვიმყოფებოდით ჩვენ ამ ულამაზეს ადგილას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა