| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მასწავლებლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
დაჯილდოვდნენ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილი პედაგოგები, ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებში გამარჯვებული მასწავლებლები, მოსწავლეები და სკოლები.
მათ შორის იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია თავართქილაძე, რომელიც ღონისძიებაზე საზეიმოდ დაჯილდოვდა.
პედაგოგს შრომისა და ღვაწლის დაფასება ახარებს და მადლობას უხდის ყველას ვინც მის წარმატებაში წვლილი შეიტანა.
„საბედნიეროდ, ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში მრავლად იყო სიხარულის, სიამაყის, ბედნიერების მომტანი დღეები. დღევანდელი დღეც ასეთი დღეების რიცხვში ჩაეწერება ჩემთვის.
დიდი მადლობა ჩემი სკოლის დირექციას და სასკოლო საზოგადოებას 2024 წლის მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე ჩემი წარდგენისთვის.
დიდი მადლობა ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ქალაქის მერიას და ღონისძიებაში ჩართულ ყველა პირს ასეთი დაუვიწყარი დღის ჩუქებისთვის, მოულოდნელი საჩუქრისთვის, დაფასებისთვის, პატივისცემისა და მოფერებისთვის. დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის“,- აღნიშნავს ნათია თავართქილაძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა