სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რას გულისხმობს უსაფრთხო სკოლა? - იხილეთ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის თვალსაჩინო მაგალითი
11-10-2024
-
+


მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლებას. 

რას გულისხმობს უსაფრთხო სკოლა? - წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა ამის ნათელ მაგალითად ნამდვილად გამოდგება.

„ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა - უსაფრთხო სასწავლო გარემო სკოლის წარმატებული და ნაყოფიერი ფუნქციონირების საფუძველია!“, - სწორედ ამ მოტივით, სკოლაში უპირველესად მოსწავლის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. 

მოსწავლის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის მიზნით, სკოლაში არსებობს ექიმის კაბინეტი, რომელიც უზრუნველყოფილია მედიკამენტებით და სამედიცინო ინვენტარით.

სკოლის ექიმი ქეთევან სანიკიძე გვიყვება, სკოლაში არსებულ რეალობაზე, მის სამუშაო დღეზე და იმ მთავარ მისიაზე, რაც მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას გულისხმობს: 

„ჩემი სამუშაო დღე იწყება საკლასო ოთახების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებით, ხორციელდება დეზინფექცია ყველა იმ ზედაპირის, რომელთანაც შეხება უწევს მოსწავლეებს  ეტაპობრივად ხდება ყველა კლასში მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, რაც გულისხმობს ფიზიკური მონაცემების -ტანდეგობის შემოწმებას, მხედველობის დარღვევის გამოვლენას. ასევე, ხდება რეკომენდაციები იმუნიზაციისა და ინფექციური დაავადების პრევენციის შესახებ.

დღეს მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში გონებრივი შრომა უფრო სჭარბობს ფიზიკურს, აქედან გამომდინარე ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენისას ინფორმაციას ვაწვდი პედაგოგს და მშობელს. ბავშვები ინფორმირებული არიან თუ, რა არის ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ვსაუბრობთ სწორ კვებაზე, პირად ჰიგიენაზე და ფიზიკურ აქტივობაზე.

თვალსაჩინო ადგილას განთავსებულია უსაფრთხოების ინფორმაციები-პროტოკოლი.

სკოლაში, ფუნქციონირებს ბუფეტი-კვებითი მომსახურეობა, ამასთან დაკავშირებით ხდება აგრეთვე რეკომენდაციები  თუ როგორი საკვების მიღება შეიძლება.

სკოლაში მუშაობს მანდატურის სამსახური, გარეშე პირთა შემოსვლის პროცესი,შენობა და ტერიტორია კონტროლდება ვიდეო თვალით. სკოლა მარაგდება უწყვეტი ელექტრო ენერგიით და გათბობით, ასევე აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით“. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება