| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესი წახალისებულია, სპორტის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, სკოლაში გაიმართა საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც სხვადასხვა კლასის გუნდები მონაწილეობდნენ.
ტურნირის მიზანი იყო არა მხოლოდ სპორტული უნარების გამოვლენა, არამედ გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება.
საფეხბურთო ტურნირი დაძაბულად მიმდინარეობდა და მოთამაშეები დიდი პასუხისმგებლობით ცდილობდნენ უპირატესობის წარმოჩენას.
მე-9ა კლასის გუნდი გამოირჩეოდა სისხარტითა და სპორტსმენის პროფესიონალური უნარებით.
კოორდინაცია, სტრატეგიული სვლა და თავდაუზოგავი მონდომება, საბოლოო გამარჯვების საწინდარი გახდა. მიუხედავად დაძაბული მატჩებისა, მათ შეძლეს მეტოქეებთან ღირსეული გამკლავება.
სპორტის მასწავლებლები: ბექა კვარაცხელია და ქეთი მოქელაძე ღირსეულ და ობიექტურ არბიტრაჟს უწევდნენ მიმდინარე მატჩებს.
კლასის დამრიგებელი ლალი მელივა და მათი თანაკლასელები სიამაყით სკანდირებდნენ გუნდის გასამხნევებლად.
საფეხბურთო ტურნირის წარმატებულმა მსვლელობამ, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ძალა ერთობაშია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა