სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგი და მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტებში აქტიური ჩართულობისათვის დაჯილდოვდნენ
10-10-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან. აღსანიშნავია, რომ პედაგოგების ხელმძღვანელობით, მოსწავლეებიც, მათ მსგავსად ერთვებიან სხვადასხვა კონკურსში, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, სკოლის ქართული ენა/ლიტერატურის მასწავლებელი ნათელა დიასამიძე, 2024 წლის საგანმანათლებლო პროექტებში აქტიური ჩართულობისათვის, ასევე მოსწავლეთა აღზრდისა და ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლის“ მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდა.

ჯილდო, აგრეთვე ამავე სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებს: ნია ხილაძეს, გაბრიელ მახარაძეს, მაკა ფუტკარაძეს, ელენე შარაძეს, გივი შავაძეს, ნუცა მაკარაძეს გადაეცათ გუნდურ-ინტელექტუალური შეჯიბრის - „ტვინების ბრძოლა“ 2024 წლის საქართველოს ჩემპიონატის საქალაქო პირველობაზე ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგებისთვის.

დირექტორი ტარიელ მიქელაძე მათ ამ წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება