სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მესხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
09-10-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი აქტივობა მოეწყო, რომელმაც ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია. 

VIII-IX კლასის მოსწავლეები, სკოლის დირექტორის, ამავდროულად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის - ნაზი სადილიანის ხელმძღვანელობით, „ბუნების ბატონის“, მწერლისა და ღირსეული პიროვნების, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ბევრი რამ შეიტყვეს რაინდული თვისებებით გამორჩეული მწერლის შესახებ. ისინი აღფრთოვანებულნი დარჩნენ შემოდგომის საოცარი ფერებით შემკული ეზოსა და მყუდრო სახლით, რომელშიც ცხოვრობდა ბუნებით თავმდაბალი „დიდი ნიკო“.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მოსწავლეები მომავალში შეისწავლიან ძალიან საინტერესო ნოველებსა და მინიატურებს დიდი მწერლისას, რომლისთვისაც ყველაზე მაღლა ადამიანის ღირსება იდგა.

როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება