სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა ჟურნალისტის როლი მოირგეს
09-10-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში აქტიურად მუშაობს სამოქალაქო განათლების კლუბი - „ცვლილებების პიკი“, რომლის წევრებიც საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან და სასკოლო საზოგადოებას ინფორმაციულ აქტივობებს სთავაზობენ. 

კლუბის აქტიურმა წევრებმა: ბარბარე სულხანიშვილმა, ნინი აბრამიშვილმა და კახი ჩარკვიანმა, მორიგი საინტერესო და ინსპირაციული ინტერვიუ  მოამზადეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და  ჯანდაცვის სამსახურის, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელ ლელა კვირიკაშვილთან. 

აღნიშნული ინტერვიუს მომზადება შესაძლებელი გახდა სკოლის კამპანიის - „რა შეუძლია ერთ აქტიურ მოქალაქეს“, ფარგლებში, რომლის მიზანია აქტიური მოქალაქეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, თემში მცხოვრები აქტიური მოქალაქეების ისტორიების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების გზით.

ასევე, აღსანიშნავია, ეკოკლუბის - „დედამიწის ქომაგები“ და „ნორჩი მკვლევრების“, აქტიური საქმიანობა სკოლაში, რომელთაც ბიოლოგიის წარმატებული პედაგოგი და აქტიური მოქალაქე ხატია რაზმაძე ხელმძღვანელობს, მისი მხარდაჭერით, მოსწავლეები უამრავ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობენ. 

კლუბის წევრებმა: ნიკოლოზ გასვიანმა და გიორგი გაბრიჭიძემ, კამპანიის - „რა შეუძლია ერთ აქტიურ მოქალაქეს“, ფარგლებში საინტერესო ინტერვიუ მოამზადეს. 

ამჯერად, მოსწავლეთა სტუმარია ბიოლოგიის პედაგოგი ხატია რაზმაძე გახლდათ, რომელიც წლებია ახორციელებს სათემო და სასკოლო პროექტებს, რომელიც ორიენტირებულია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში შეიტანოს თავისი წვლილი და იმავდროულად აღზარდოს თაობა, რომელიც არის აქტიური, ინიციატივიანი და თვითორგანიზებული.

ასევე აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბრეგვაძე მეგობრებთან ერთად, (მარიამ კენჭოშვილი და ანდრია ხელაძე)  დედას, მაგდა დევნოზაშვილს სამსახურში ეწვია და შესანიშნავი ინტერვიუ მოამზადა. 

ბოლოს კი, მოსწავლეებმა საზოგადოებას კითხვით მიმართეს: „და თქვენ თუ იცით რა შეუძლია ერთ აქტიურ მოქალაქეს?“-  კითხვას კი თავადვე გასცეს პასუხი: „და როდესაც სიტყვა აქტიურ მოქალაქეს ვიყენებთ სხვა ვინ უნდა ყოფილიყო ჩვენი სტუმარი თუ არა ნინო დევნოზაშვილი?!  რომელიც ყოველდღიურად ქმნის  თემში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობებს, თანასწორ, სამართლიან და ინკლუზიურ გარემოს“. 

კლუბის პროაქტიურმა წევრებმა: ნინი ქალდანმა, ნიკოლოზ აბრამიშვილმა და მათე მაღრაძემ, საჭირო და საინტერსო ისტორია მოამზადეს და სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს. 

იხილეთ ვოდეოები: 





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება