| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს სამოქალაქო განათლების კლუბი „ცვლილებების პიკი/Peak Of Changes“.
7 ოქტომბერს, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ორგანიზებით, პროექტის - „სამაგიდო თამაში მოსწავლის ფსიქო-ემოციურ და საგანმანათლებლო განვითარებაში“ ფარგლებში, გიორგი ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ეკო-წიგნის პრეზენტაცია და გუნდებს შორის შეჯიბრება - ეკო-ქვიზში.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას.
შეხვედრას VIII-XI კლასელები ესწრებოდნენ, აქტივობის ბოლოს ტესტირების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები და ეკოწიგნები. ასევე, სამაგიდო თამაში ეკო-ქალაქი.
მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ტესტირებაში გამარჯვებული მოსწავლეები არიან:
ჯგუფის ლიდერი: ნიკოლოზ ბრეგვაძე
ჯგუფის წევრები: ნინი ქალდანი, ნინი აბრამიშვილი, მარიამ კენჭოშვილი დასაბა ჭკადუა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა