| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, მათ მოტივაციასა და განწყობაზე ზრუნავენ.
სწორედ ამის დასტურია ის, რომ 2024-2025 სასწავლო წელი სკოლაში დიდი ჟრიამულითა და ხალისით დაიწყო. მონატრებული მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ, მათ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
განსაკუთრებული სიყვარულით კი ერთადერთ პირველკლასელს - დათა აბაშიძეს შეხვდნენ, მას კუთვნილი კომპიუტერი და წიგნები საზეიმოდ გადაეცა.
სკოლაში საქართველოს დროშა აღიმართა და სახელმწიფო ჰიმნიც გაჟღერდა.
„ყველა მოსწავლეს პედაგოგს და მშობელს გილოცავთ 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას. ნაყოფიერი და წარმატებული წელი ყოფილიყოს ყველასათვის“,- აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა