სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გომბორის საჯარო სკოლაში მწერალ გოდერძი ჩოხელის დაბადებიდან 70-ე წლისთავს ლიტერატურული საღამო მიეძღვნა
08-10-2024
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი - ნინო ბობღიაშვილი და პედაგოგები მოსწავლეთა განწყობა-მოტივაციის ამაღლებასა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, სკოლაში მწერალ გოდერძი ჩოხელის დაბადებიდან 70-ე წლისთავი აღნიშნეს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლეილა არჩემაშვილმა მერვეკლასელებს საპროგრამო მასალიდან გოდერძი ჩოხელის მოთხრობები: „ანგელოზთღამეობა“, „გაღმივლები“, „ადგილის დედა“, „ცხრა შეკითხვა სიყვარულის რაობისათვის“, „ცასწავალა“ და სხვები უკვე შეასწავლა.მეოთხეკლასელებს კი დაავალა, ზაფხულის არდადეგებზე, სხვა მწერალთა მოთხრობებთან ერთად, გოდერძი ჩოხელის ზემოაღნიშნული ნაწარმოებები გულდასმით წაეკითხათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლეილა არჩემაშვილი, მწერლის შემოქმედების უკეთ გაცნობის მიზნით, ძირითად რესურსებთან ერთად, დამატებით რესურსებს (დოკუმენტურ ფილმებს მწერლების უცნობი ისტორიების შესახებ, ლიტერატურული თეატრის ვიდეოჩანაწერებს და სხვა) იყენებს. 

მოსწავლეებმა, სხვადასხვა დროს, გოდერძი ჩოხელის რამდენიმე ფილმი ნახეს. 2 ოქტომბერს კი, მერვე- და მეოთხეკლასელებმა თავიანთი საყვარელი მწერლის - გოდერძი ჩოხელის დაბადებიდან 70-ე წლისთავს ლიტერატურული საღამო მიუძღვნეს.

საღამოზე მოსწავლეებმა წაიკითხეს მწერალ გოდერძი ჩოხელის პატრიოტული ლექსები, ამონარიდები მისი ნაწარმოებებიდან, მეგობრებს გააცნეს ჩოხელის ლამაზი ჩანაწერები, ისაუბრეს მისი მოთხრობების პერსონაჟების შესახებ და მის მდიდარ ბიოგრაფიაზე...

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გამოთქვეს დიდი სურვილი ჩოხში, მწერლის სახლ-მუზეუმის მონახულების.

„თითქმის ყველა მოსწავლეს განსაკუთრებულად გოდერძი ჩოხელის ეს ფილოსოფიური მიგნება უყვარს და ზეპირად იცის: „რა არის სიცოცხლე? - სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილი? - სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება