| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლას არაერთი ღვაწლმოსილი და ღირსეული პედაგოგი ჰყავს, მათ შორისაა თამაზ კაპანაძე, რომელიც წარმატებული პროფესიული მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე წელია, რაც ლაგოდეხის მერის ჯონდო მდივნიშვილის ინიციატივით, ლაგოდეხის სკოლებში ირჩევა ერთი მასწავლებელი და მას გადაეცემა ჯილდო - „წლის მასწავლებელი“.
წელს კი ჯილდო, სწორედ პედაგოგმა თამაზი კაპანაძემ დაიმსახურა, იგი 1995-დან 2020 წლამდე სკოლის დირექტორი იყო, ამჟამად კი ასწავლის მათემატიკას.
„წლის პედაგოგის“ სტატუსის მქონე მასწავლებლების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია ლაგოდეხში კინოთეატრ „სინემაში“, გაიმართა, სადაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლის მასწავლებლები იყვნენ დასახელებულები.
ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები - ნინო წილოსანი და ირაკლი ქადაგიშვილი, მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია დაესწრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწვეულ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
სკოლა ამაყობს პედაგოგის წარმატებით, ულოცავს მას დამსახურებულ ჯილდოს, პედაგოგებს კი, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა