სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს izrune.ge-ს საზაფხულო ტესტებში დიპლომები მიენიჭათ
04-10-2024
-
+


ტყიბულის N1 საჯარო სკოლის ნიჭიერი და აქტიური მოსწავლეები izrune.ge-ს საგანმანათლებლო ტესტებს აქტიურად და დიდი წარმატებით ასრულებენ. 

მათ შორის არიან ანასტასია ვარსიმაშვილი, ბარბარე აბესაძე, დავით ბუცხრიკიძე და საბა აბესაძე, რომლებსაც izrune.ge-ს საზაფხულო ტესტებში საქართველოს რეგიონების და დიდი ქართველების საუკეთესოდ შემეცნებისთვის, დიპლომები მიენიჭათ. 

მოსწავლეებმა შეისწავლეს და შეიმეცნეს საქართველოს რეგიონები, გაეცნენ გამოჩენილი ქართველების ბიოგრაფიებს და მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან დეტალებს. მოსწავლეების მიერ საგანმანათლებლო პროექტში მიღწეული წარმატებებისა და საამაყო შედეგების დასტურად, მათი სკოლის დირექტორს - ვასილ ქენქაძეს მადლობის წერილი და სპეციალური დიპლომი გაეგზავნა. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება