| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ჭადრაკის სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, მოსწავლეებიც დიდი ინტერესით სწავლობენ და შეჯიბრებებშიც წარმატებით ასპარეზობენ.
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, 2024 წლის 28 ოქტომბერს მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს პირველი სასკოლო ოლიმპიადა ჭადრაკში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“.
რეგიონული ტურნირის ფინალის გამარჯვებული გახდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეთა გუნდი.
გამარჯვებული მოსწავლეები: ალექსანდრე გაფრინდაშვილი, დაჩი ბალაძე, დათა იაკობაძე, ლაშა კახიძე და მათი ჭადრაკის მასწავლებელი კარლო ტრაპაიძე დაჯილდოვდნენ თასით, მედლებით, დიპლომებით და სიმბოლური საჩუქრებით!
„ნორჩი მოჭადრაკეები მეორე ეტაპზე თბილისში გააგრძელებენ პაექრობას! წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გიმნაზიელებს“, - აღნიშნავენ სკოლაში და წინსვლას უსურვებენ გუნდს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა