სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჯანმრთელობა ის განძია, რომელსაც ვერ იყიდი“ - შემეცნებითი აქტივობა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში 
04-10-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებისთვის სწორი კვების აუცილებლობის სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. 

„როგორც ცნობილია, ჯანსაღი კვება ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. ის თუ  რას მივირთმევთ, პირდაპირ აისახება ჩვენს ფიზიკურ და გონებრივ მდგომარეობაზე!“, - ასეთია სასკოლო საზოგადოების პოზიცია, რასაც მეტად ამყარებს ჩატარებული თემატური აქტივობები. 

ახლახან პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინი კანტიძესა და ბუნების მასწავლებელ მარიამ გოგიბერიძესთან ერთად, საინტერესო პროექტი წარმოადგინეს, რომელიც ეხებოდა  ჯანსაღ/არაჯანსაღ კვებას. 

თემის ირგვლივ გაიმართა აქტივობები:

ბავშვებმა დახატეს ჯანსაღი/არაჯანსაღი პროდუქტი, რომლის  შესახებაც თავადვე ისაუბრეს, როგორც უარყოფით, ისე სასარგებლო თვისებებზე. (აღნიშნულ პროცესში ბავშვებს დაეხმარა ხელოვნების მასწავლებელი - ქეთი დევნოზაშვილი);

მოსწავლეები ორ ჯგუფად განაწილდნენ და შეადგინეს ჯანსაღი/არაჯანსაღი კვების რაციონი, რომელიც პირამიდის სახით წარმოადგინეს;

ბავშვებმა მხიარული აქტივობის სახით დააგემოვნეს ადამიანის კვების რაციონისთვის მნიშვნელოვანი ხილი და ბოსტნეული.

„ჯანმრთელობა ის განძია, რომელსაც ვერ იყიდი“, - ეს გახლდათ სასკოლო საზოგადოების მთავარი გზავნილი. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება