სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლახამულას საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა
04-10-2024
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს მოსწავლეთათვის საზეიმო დახვედრა მოეწყო. 

დირექციამ, პედაგოგებმა მოსწავლეთა განწყობაზე იზრუნეს - მათთვის სასკოლო და საკლასო გარემო ლამაზად, ბუშტებით, დეკორაციებით მოირთო.

ეს დღე განსაკუთრებით გამორჩეული და ემოციური პირველკლასელებისთვის იყო. მათ კუთვნილი წიგნები და კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. სკოლის წარჩინებულ მოსწავლეები კი სიგელებით დასაჩუქრდნენ.

ამ მნიშვნელოვან დღეს ასევე, სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა, სადაც მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებელთან ერთად იცეკვეს და დრო ხალისიანად გაატარეს.

„მხიარულად დაწყებული ახალი სასწავლო წელი, ბედნიერი პირველკლასელები ახალთახალი წიგნებით, კომპიუტერებით, სიგელებით დასაჩუქრებული წარჩინებული მოსწავლეები, ბავშვებთან ერთად აცეკვებული მასწავლებლები, სკოლაში დაბრუნებული და სოფელში აწ უკვე დამკვიდრებული ბავშვების საყვარელი მასწავლებელი - ნათია ბერაია“, - ასე აფასებენ სკოლაში სწავლის დაწყების პირველ დღეს.

სკოლის დირექტორმა - ნაზი საბანიძემ სწავლის დაწყება ყველა მოსწავლე-მასწავლებელს დიდი სიყვარულით მიულოცა და მათ წარმატებული წელი უსურვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება