სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზინობიანის საჯარო სკოლის ეზოში გამართული დღესასწაული და მოსწავლეთა შთამბეჭდავი პერფორმანსები 
03-10-2024
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ამაღლებული განწყობითა და განახლებული შემართებით დაიწყო. 

საზეიმოდ მორთული კლასები, შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებული მოსწავლეების შთამბეჭდავი პერფორმანსები სკოლის ეზოში და 16 სექტემბრის ამაღლებული განწყობა ზინობიანის საჯარო სკოლაში, განწყობა, რომელიც ჯერ კიდევ არ განელებულა მოსწავლეებში და ამაზე მეტყველებს მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში.

ცოდნის დღესასწაული ზინობიანის საჯარო სკოლაში სკოლის დირექტორმა მაია კოშმატაშვილმა გახსნა, რომელმაც სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება.

ღონისძიებაზე გამოცხადდა სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატებები და სიგელები გადაეცათ, გასულ სასწავლო წელის წარჩინებულ მოსწავლეებს.

ღონისძიება დატვირთული იყო სკოლის მოსწავლეთა მიერ მომზადებული სიმღერებითა და ცეკვებით.

„ეს დღე განსაკუთრებული იყო ჩვენი საყვარელი პირველკლასელებისათვის, რომლებმაც თავი წარმოაჩინეს ლექსებით. სასკოლო საზოგადოებამ შეასრულა საქართველოს ჰიმნი, პირველკლასელებმა დარეკეს პირველი ზარი და ყველა მოსწავლე მიუჯდა თავის მერხს პედაგოგების მიერ გალამაზებულ და გახალისებულ კლასებში“, - ასე შეაფასეს 16 სექტემბერი სკოლაში. 

ღონისძიების დასასრულს სკოლის ადმინისტრაციამ სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება