სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სულორის საჯარო სკოლაში UFC-ის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს უმასპინძლეს
03-10-2024
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. პირველ ოქტომბერს, სოფელს UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი - მერაბ დვალიშვილი ეწვია, მას მშობლიურ სკოლაშიც უმსაპინძლეს. 

მერაბ დვალიშვილი პედაგოგებსა და მოსწავლეებს გულთბილად შეხვდა. ის ბავშვებს თავის წარმატებასა და მიღწევებზე ესაუბრა. გარდა ამისა, სულორის საჯარო სკოლის კედლებში გარტარებული ბავშვობის მოგონებები სიყვარულით გაიხსენა და მშობლიური კუთხისა და სკოლის მიმართ მადლიერება გამოხატა.

ჩემპიონს სკოლის დირექტორი - დოდო ჩახუნაშვილი და პირველი კლასის მასწავლებელი - მარგალიტა დვალიშვილი მიესალმნენ. მათ მერაბს უსურვეს, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიო ასპარეზზე ყოველთვის გაეტანოს და სამშობლო ესახელებინოს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო, მაისურები დაარიგა და მოსწავლეებს ავტოგრაფები მისცა. 

„მოსწავლეებისთვის მოტივაციის მიმცემი იყო მერაბის განვლილი გზა, ბავშვობიდან ჩემპიონობამდე. მათ კარგად გაიაზრეს, თუ როგორ შეიძლება თავდაუზოგავი შრომითა და ნიჭით მიზნის მიღწევა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება