სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგანმანათლებლო კონკურსში 
24-09-2024
-
+


ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას აქტიურად ჩაერთონ საინტერესო, საგანმანათლებლო ინიციატივებში, მიიღონ მნიშვნელოვანი გამოცდილება, თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ და იდეები ფართო საზოგადოებას გააცნონ. 

აღსანიშნავია, რომ 2023-2024 სასწავლო წელს, ლენტეხის მუნიციალიტეტში გამოცხადდა კონკურსი 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების 100 წლისთავთან დაკავშირებით. ამ კონკურსში ჩაერთნენ ჟახუნდერის საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები, ისტორიის მასწავლებელის - ლილი ჭელიძის ხელმძღვანელობით. კონკურსის მიზანი იყო 1918-1924 წლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენების სიღრმისეული შესწავლა.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. I ეტაპი ქალაქ ქუთაისში გაიმართა, სადაც მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოდან 253 საჯარო სკოლა და მათ შორის 40 გამარჯვებული სკოლა გადავიდა II ეტაპზე, სადაც ჟახუნდერის სკოლის მოსწავლეებმა საპრიზო ადგილი მოიპოვეს.

კონკურსში მითითებული მასალის მიხედვით, მოსწავლეებმა მასწავლებლის ხელმძღვანელობით დაიწყეს 1918-1924 წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ისტორიული მოვლენების შესწავლა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჯგუფისთვის ერთადერთი პრობლემა იყო დროის ფაქტორი, რადგან მასალები გვიან შემოვიდა და კონკურსი მალევე გამოცხადდა. მიუხედავად დროის სიმცირისა მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი და კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს.

კონკურსის მეორე ეტაპისთვის მზადება მოსწავლეებს ისევ შეზღუდულ დროში მოუწიათ, რადგან გაკვეთილების პარალელურად უწევდათ მუშაობა.

კონკურსის დასკვნით ეტაპზე სკოლამ საპრიზო ადგილი მოიპოვა. ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?", წამყვანმა, გიორგი მოსიძემ განსაკუთრებული ხაზი გაუსვა მაღალმთიანი რეგიონის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეების მაღალი მომზადების დონეს და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„იმისათვის რომ ჩვენი მოსწავლეები საზოგადოების ჯანსაღ მოქალაქეებად ჩამოვაყალიბოთ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათ სკოლაშივე ვასწავლოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსულის მნიშვნელოვანი პერიოდები; ამის განხორციელება კი შესაძლებელია საკლასო თუ კლასგარეშე აქტივობებით“, - აღნიშნავს ხელმძღვანელი პედგაოგი და ამით ხაზს უსვამს არა მარტო სასკოლო განათლების მნიშვნელობას, არამედ მოსწავლეების წახალისებას - ისწავლონ არაფრომალურ გაერემოშიც. 

იხილეთ ფოტოები და რეფლექსია ფაილის სახით: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება