| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში 16 სექტემბერს ახალი სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა.
სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაიწყეს. მათ დამსწრე საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა წარუდგინეს.
„ისევ შეჩოჩქოლდა მოსწავლეების ხმაური“, - ამბობენ სკოლაში.
ღონისძიებაზე, მათ ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, წარმოდგენის ბოლოს კი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, რამაც დღე უფრო დასამახსოვრებელი გახადა .
სკოლის დირექტორმა - ნორაირ აკოპიანმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მან, პირველკლასელებს და პირველი კლასის დამრიგებელს - კატია პოღოსიანს განათლების სამინისტროს გამოგზავნილი ლეპტოპები საზეიმო ვითარებაში გადასცა.
მას, მშობლებმა და მასწავლებლებმა ამ საინტერესო სანახაობისთვის მადლობა გადაუხადეს.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა