სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საგურამოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება სპორტულ ოლიმპიადაში 
24-09-2024
-
+


დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია. შესაბამისად, მოზარდები სხვადასხვა აქტივობასა თუ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ. 

21 სექტემბერს, ქუთაისში ჩატარდა საქართველოს საჯარო სკოლებს შორის 2023-2024 სასწავლო წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასკვნითი ფინალური ეტაპი - „მხიარულ სტარტები“. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სპორტის მასწავლებლის, როსტომ აბაშვილის დაუღალავმა შრომამ და  აღსაზრდელების მხრიდან სპორტის განსაკუთრებულმა სიყვარულმა განაპირობა, რომ საგურამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იასპარეზეს წარმატებით და დაიკავეს დამსახურებული მე-3 ადგილი.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები და ბრინჯაოს მედლები.

სკოლის  დირექტორი ნანა ბედუკაძე და სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს, მასწავლებლებს: როსტომ აბაშვილს და ქეთევან ქავთარაძეს  და მშობლებს ულოცავს მიღწეულ შედეგს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

„გამარჯვების გზაზე გევლოთ მუდამ ! გვეამაყებით!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება